ილია მეორე - დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისთვის ზრუნვის აუცილებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
207 09 მაისი 2025, 18:58

80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას, – ამის შესახებ 9 მაისთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული.

პატრიარქი ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ვეტერანებს კი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმს ულოცავს.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს.

ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის. თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები… და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.

დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.

ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.
ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, გამარჯვების ზეიმს.

„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19). ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – აღნიშნავს ილია მეორე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი