Politico: ევროკავშირი ზოგ ქვეყანაში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 20 მაისი 2025, 13:40
საგარეო ურთიერთობათა ევროპული სამსახური (EEAS) საზღვარგარეთ გახსნილი 114 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან დაახლოებით ათის შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

რეორგანიზაცია საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების უმეტესობის შემცირებას გულისხმობს. გამოცემის ცნობით, ზოგ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დარჩება მხოლოდ ელჩი და ერთი-ორი თანაშემწე.

როგორც Politico იუწყება, იგეგმება, რომ რეორგანიზაცია 2026-2027 წლებში მოხდება. თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

Politico-ს ინფორმაციით, შემცირებები შეეხება დიპლომატიურ წარმომადგენლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკავშირი სტრატეგიული პრიორიტეტების ცვლილების გამო გაზრდილი პერსონალის შენახვის აზრს ვერ ხედავს. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ბელარუსი და ლესოთო.

გამოცემის ცნობით, თანამშრომლების შემცირება სახსრების ეკონომიას ემსახურება. ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაციის წყალობით 20 მილიონი ევროს ეკონომია გახდება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ სამ წელიწადში ბრიუსელი 9 მილიონ ევროს დაზოგავს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ევროკავშირი დაუთმობს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან. ბრიუსელი ასეთ ქვეყნებში, პირიქით, საელჩოების თანამშრომლების გაზრდას გეგმავს.

Politico აღნიშნავს, რომ ბრიუსელი საელჩოებში ხარჯების შემცირებას ცდილობს, რათა სამხედრო სფეროში დანახარჯები გაზარდოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
„ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა
პუტინი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია
არქივი