მსოფლიოში პირველად - ამერიკაში პაციენტს შარდის ბუშტი გადაუნერგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 20 მაისი 2025, 17:16
ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველებმა გადაუნერგეს პაციენტს შარდის ბუშტი გარდაცვლილი დონორისგან. პარალელურად კაცს თირკმლების ტრანსპლანტაციაც ჩაუტარეს. ინფორმაციას კალიფორნიის უნივერსიტეტი ავრცელებს, სადაც ოპერაცია ჩატარდა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო შარდის ბუშტის მოკვეთის შემდეგ პაციენტებს ჩვეულებრივ ნაწლავებისგან ხელოვნურ რეზერვუარს უმზადებენ, რომელშიც შარდი გროვდება. მაგრამ 80%-ს შემდგომ სირთულეები აქვთ, რადგან ნაწლავების ქსოვილი ამ ფუნქციებს ცუდად ასრულებს.

ასეთი პაციენტების დასახმარებლად უროლოგებმა ინდერბირ გილმა და ნიმა ნასირიმ 4 წლის წინ დონორული შარდის ბუშტის ტრანსპლანტაციის მეთოდის შემუშავება დაიწყეს. ექიმები მას ჯერ ღორებზე, შემდეგ გვამებზე ატარებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ოპერაცია პირველ ცოცხალ პაციენტს - 41 წლის ოსკარ ლარაინზარს ჩაუტარეს. კაცს შარდის ბუშტი და თირკმელები სიმსივნის გამო მოჰკვეთეს, რის გამოც მას 7 წლის განმავლობაში დიალიზს უტარებდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
არქივი