ამიერკავკასიაში წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 21 მაისი 2025, 15:59
რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც „არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია“.

„ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად“, - აღნიშნა ლავროვმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძემ მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება მიულოცა
აქტივისტმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ "გაშავებაში" დაადანაშაულა
გურამ მაჭარაშვილი: როცა ევრობიუროკრატები გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ, ეს ვნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევაშიც
ტრამპი პუტინის ჩინეთში ვიზიტზე: არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
არქივი