გივი მიქანაძე: საქართველოს დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 24 მაისი 2025, 21:17

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ასამბლეის გენერალურ მდივანს რუქსანდრა პოპას და მის მოადგილეს ჰენრიკ ბლიდალს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე.

„ის, რომ დღეს ქართული დელეგაცია აქ იმყოფება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მოწადინებულია ქართული მხარე, რომ აქტიურად იყოს ჩართული საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

საქართველოს დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რისთვისაც გენერალურმა მდივანმა მადლიერება გამოხატა. ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა ქართულ მხარეს აძლევს ,შესაძლებლობას ჰქონდეს არაერთი შეხვედრა ორმხრივ ფორმატში, სადაც კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან გვექნება საუბარი როგორც თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის თაობაზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
არქივი