პროფკავშირების თავმჯდომარის წარმომადგენელი: მაღაროელების უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
678 06 ივნისი 2025, 15:43
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჭიათურის მაღაროელებს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე საათს გასტანა და ძირითადად რეორგანიზაციის თემას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხო... 
 
რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია - მომპოვებელი კომპანია მაღაროელებთან გასაუბრებას აწარმოებს... მუშებმა პროცესის რამდენიმე დღით გადაწევა და მოსამზადებლად გარკვეული დრო მოითხოვეს... 
 
პროფკავშირების თავმჯდომარის წარმომადგენელმა ჭიათურაში, გიორგი ტყემალაძემ, ONGO -სთან საუბარში, რომ: „მაღაროელებს სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ გასაუბრებისთვის მოემზადონ, ამიტომ თუ კიდევ გახანგრძლივდება პროცესი რამდენიმე დღით უკეთესი იქნება,“ – განაცხადა ტყემალაძემ.
 
რეორგანიზაცია რთული და მტკივნეული პროცესია. მას, როგორც წესი, თან ახლავს კადრების შემცირება... ახლა პროფკავშირები უმუშევრობის რისკების შესამცირებლად მუშაობენ. გარკვეული და ხელშესახები შედეგები უკვე აქვთ. 
 
კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია ვალდებულია შექმნას ალტერნატიული ადგილები, გადამზადების ხარჯები დაფაროს, მუშებს სამუშაო სტაჟი არ შეუწყდებათ პროფკავშირები აქტიურად იქნებიან პროცესის ყველა ეტაპზე ჩართული
 
ირაკლი პეტრიაშვილის წარმომადგენელის განმარტებით, მაღაროელები რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად მაღაროში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ „მომპოვებელი კომპანია მათ ალტერნატიულ ადგილებს შესთავაზებს და თუ საჭირო იქნება გადაამზადებს კიდეც მათ ახალი სამუშაო პოზიციისთვის. გადამზადების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 10 დღე ან ერთი თვე... ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯებს ისევ მომპოვებელი კომპანია დაფარავს... ჩვენ ამ პროცესს თვალს მივადევნებთ, რათა დავრწმუნდეთ რომ თითოეულის უფლება ამ პროცესიდ დროს დაცული და გათვალისწინებული იყო.“ 
 
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, მაღაროელების უფლებები მომავალშიც მაქსიმალურად იქნება დაცული.

 
„დარწმუნებული ვარ, პროფკავშირები მაქსიმალურად დაიცავენ მაღაროელების უფლებებს და ეს პროცესი წარიმართება სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით,“ – განაცხადა მან.

ჭიათურის კრიზისის განმუხტვაში პროფკავშირები გადამწყვეტ როლს ითამაშებს. 

  • უჩივლებს სასამართლოში „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილ კომპანიას და მოითხოვს გაკოტრების პროცესის შეჩერებას.
  • დაიცავს მუშების ინტერესებს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დროს.
  • აიძულებს მომპოვებელ კომპანიას მიუბრუნდეს კოლექტიურ ხელშეკრულებას… 

შედეგად: მაღარო არ გაჩერდა, სამუშაო განახლდა, კრიზისი განიმუხტა.

თუმცა, გამოწვევები რჩება. თუმცა, ჯერ ის მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, მუშაობა გრძელდება.

გიორგი ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ პროფკავშირები მაღაროელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
არქივი