დონალდ ტრამპი - მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებსა და სხვებს, თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 10 ივნისი 2025, 00:50

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიაში მეამბოხეებს აფრთხილებს. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მისი ადმინისტრაცია ეროვნული გვარდიის წევრების მიმართ უპატივცემულობას არ მოითმენს.

„მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებსა და სხვებს. ამ პატრიოტებს ეუბნებიან, რომ უნდა მიიღონ ეს, რომ ცხოვრება ასეთია. მაგრამ არა ტრამპის ადმინისტრაციის დროს. თუ ისინი შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ და გპირდებით, რომ უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე ორდესმე. ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

კიდევ ერთ პოსტში კი ტრამპი კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომსა და ლოს ანჯელესის მერ კარენ ბასს აკრიტიკებს, რომელთაც, ტრამპის თქმით, შტატში არსებული არეულობის ფონზე ეროვნული გვარდიის განთავსებისთვის მადლობის ნაცვლად, ხალხის მოტყუება აირჩიეს.

„მათ აირჩიეს, მოატყუონ კალიფორნიელი და ამერიკელი ხალხი და ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიყავით საჭირო, რომ ეს „მშვიდობიანი პროტესტია“. შეხედეთ, ძალადობისა და დესტრუქციის კადრები გეტყვიან ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, რათა ერთად ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება
ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
არქივი