მინდა მოვუწოდო საელჩოებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ შემდეგ ყალბი ნარატივის გავრცელებას სჯობს, აქედანვე მოუწოდონ ნიკა გვარამიას, გადაიხადოს გირაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 10 ივნისი 2025, 13:41
მინდა მოვუწოდო საელჩოებს, დონორებსა და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ შემდეგ ყალბი ნარატივის გავრცელებას ჯობია, რომ აქედანვე მოუწოდონ ნიკა გვარამიას გადაიხადოს გირაო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე საუბრისას.

„ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. გახსოვთ მელიას საქმე, როდესაც შემდეგ ევროკავშირმა გადაუხადა გირაო და საერთო ჯამში ამით წახალისდა რადიკალიზმი ოპოზიციის მხრიდან. მიდის ჩვეულებრივი პროცესი, იყო გირაო შეფარდებული, შეეძლო ეს გირაო თავისუფლად გადაეხადა. გადახდაში არ იგულისხმება, რომ მაინცდამაინც ფული უნდა გადაიხადოს ადამიანმა და ჰქონდეს თანხა ანგარიშზე, გიორგი ვაშაძის და სხვების შემთხვევაში მოხდა უძრავი ქონების ჩადება გარანტიად. მასაც შეეძლო ასე მოქცევა.

მე მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ. თითქმის ყოველ კვირა შეხვედრები აქვთ ოპოზიციასთან და იხუტებენ გულში. ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე და თუკი წააქეზებენ, შემდეგ ნიანგის ცრემლები რომ არ იყოს ზოგიერთი ელჩის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათივე წაქეზებული კანონდარღვევის გამო ადამიანისთვის კანონიერი შედეგები შეიძლება დადგეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი