ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 10 ივნისი 2025, 13:52
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციისა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გააკეთა კომენტარი. 

მისი თქმით, ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. 

„რადიკალური ოპოზიციის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეიცვალა მაშინვე, როგორც კი ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვეს, რომ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებშია ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ჩხუბი, რადგან ზოგს უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი ამის წინააღმდეგი რჩება, თუმცა, საბოლოოდ, რომელი მხარე გადასძალავს, არ ვიცით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს
„ცაჰალი“ ირანის სახელმწიფო ტელეარხ IRINN-ზე თავდასხმაზე: ზუსტი იერიში მივიტანეთ საკომუნიკაციო ცენტრზე, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
არქივი