მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი, სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა ბაჩიაშვილი ვიღაცის ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 10 ივნისი 2025, 16:23
წავყვეთ ამ ვერსიას, რომელშიც, ანრი ოხანაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მაგრები არიან, უფრო მაგრები არიან, ვიდრე MI6, „მოსადი“ და უსაფრთხოების სხვა წამყვანი სამსახურები მსოფლიოში. უფრო მაგარია ქართული სპეცსამსახური, დიდი მადლობა ამ პიარისათვის, რომ ასეთ რეკლამას უკეთებთ ქართულ უსაფრთხოების სამსახურს,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის მტკიცებითაც, ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

მდინარაძის შეფასებით, მას გაუხარდებოდა, რომ ოხანაშვილის დუბაიში ჩასვლის და იქ სპეცოპერაციის შედეგად ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის ვერსია ნამდვილი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბაჩიაშვლი საქართველოში "მოძვრებოდა" და მწვანე ზოლთან ახლოს დააკავეს. 

"ამ ვერსიით, ანრი ოხანაშვილი დუბაიში ჩავიდა, მოიპარა ადამიანი და გამოიტცა. ქართული უსაფრთხოების სამსახური ჩასულა, ტომარა ჩამოუცმევია თავზე, როგორც თქვენ ამტკიცებთ, გაიტაცა ანრი ოხანაშვილმა, ჩასვა თვითმფრინავში და ჩამოიყვანა - გატაცება რატომაა? მსჯავრდებულია ეს ადამიანი. დეპორტაცია და ექსტრადიცია მაშინ ხდება, როდესაც იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დააკავებენ  და გადმოსცემენ. შენი ქვეყნის სპეცსამსახური რომ სპეცოპერაციას ატარებს, დანაშაული როგორ არის დამნაშავის დაკავება, მართლა რომ ასე იყოს?  მოგყვებით თქვენს ვერსიაში და რომ დავიჯეროთ, ამას ჰქვია ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია სხვა ქვეყანაში - მსჯავრდებულის დაკავება როგორ შეიძლება დანაშაული იყოს?  სუს-ი ამტკიცებს, რომ საზღვართან დააკავეს. მე უფრო გამიხარდებოდა ის ვერსია, რასაც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, მაგრამ სიმართლე იქით არის, რომ უბრალოდ კი არ ჩასულა ანრი ოხანაშვილი და კი არ წამოუყვანია, კინოს რეჟისორის და სცენარისტის მიერ მოგონილი ამბის დონის სპეცოპერაცია კი არ ჩაუტარებია, უბრალოდ აქეთ მოძვრებოდა [ბაჩიაშვილი] ვიღაცის, ან რაღაცის შიშის გამო და დაუკავებიათ მწვანე ზოლთან ახლოს, რაც ასევე წარმატებული [დაკავების] ღონისძიებაა." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი