„რას ფიქრობ?“ — ლიბერთიმ, სამომხმარებლო სესხების საზაფხულო შეთავაზება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
244 16 ივნისი 2025, 21:18

ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას ‘რას ფიქრობ?’ იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.

ნებისმიერი მომხმარებელი, ახალი სესხის აღებას ან სხვა ბანკიდან არსებული სესხის  ლიბერთიში გადმოტანას, უზრუნველყოფის გარეშე, ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 9.9%-დან და ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 15.8%-დან შეძლებს.

სესხის მაქსიმალური ლიმიტია 80,000 ლარი, ხოლო სესხის ვადა 4 წლამდე განისაზღვრება.

სესხის აღება, სასურველი თანხის დამტკიცება ან არსებული სესხის თანხის გაზრდა მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშეც არის შესაძლებელი ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან

შემოსავლების დადასტურების გამარტივებული პროცესით სარგებლობა შეუძლიათ ლიბერთის როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. 

„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე ყოველთვის კონკურენტულია და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე.

საფხული, როგორც წესი, უფრო აქტიური პერიოდია ფინანსური საჭიროებების კუთხით,  იქნება ეს დასვენება, მოგზაურობა,  გასართობი აქტივობები თუ საოჯახო ხარჯები.

„რას ფიქრობ?“ კამპანიის შეთავაზება განსაკუთრებით დროულია ზაფხულის სეზონისთვის და  ბევრ ადამიანს დაეხმარება ფინანსური გადაწყვეტილებების კომფორტულად მიღებაში.“ - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არაუზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, მათ შორის საზოგადოებრივ სახლებში არსებულ ფილიალებსა და მობილურ სერვის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი