ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 16 ივნისი 2025, 22:35

„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ „გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს“- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც პროფესორი აღნიშნავს, ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს. ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ.


„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ "გამოფიტვის" ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს. ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს. ჩემი პროგნოზი იყო ორი კვირა და ამ პროგნოზს ჯერჯერობით არ ვცვლი.

ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ. იგივე სცენარი არის უკრაინის ომში. სადაც ამერიკა იქნება „მომლაპარაკებელი მხარე" ხოლო ისრაელის ფუნქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი. ოღონდ რასაკვირველია ამ შემთხვევაში, ერთ-ორ კვირაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია 4-5 წელიწადზე, რადგან რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და სცენარით ყველაფერი ნელა მიდის.“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა
არქივი