ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 16 ივნისი 2025, 23:06

ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში რეჟიმის ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყა.

„ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს. მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა
არქივი