ტიერი მარიანი - ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 18 ივნისი 2025, 23:42

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის.

„მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან საკუთარ ქვეყანაში პოლიციელს სილა გააწნა. მას განსჯიან ისინი, რომლებიც მის სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის ობსესია საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი.

მოდით, ნათლად ვთქვათ: თქვენ გინდათ, მოიშოროთ საქართველოს მთავრობა, გადააყირავოთ ისინი და ნებისმიერი საბაბი გამოგადგებათ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველები ამას არასოდეს დაუჩოქებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი 1990-იანი წლებიდან. ვნახეთ ეს უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც ჩადებულია მებრძოლ სტრუქტურებში ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღბის ქვეშ. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
პიტ ჰეგსეტი: პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი
გია ხუხაშვილი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ: მე რომ მქონოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა ვეტყოდი უსაფრთხოების სამსახურს
არქივი