თეა წულუკიანი გახარიას: მილიონი კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო - ამაზე თავიდან მიპასუხეთ, ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო, ორი წუთის წინ გადაქვით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტოლებინაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 02 ივლისი 2025, 17:15
მილიონი კვადრატული მეტრი, დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ [ჩორჩანაში] საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო - არის თუ არა ასე? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომაზე დისტანციურად ერთვება.

წულუკიანის განმარტებით,  გახარიამ ჯერ თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ისედაც არ კონტროლდებოდა ქართული მხარის მიერ, ხოლო ორი წუთის წინ ეს განცხადება გადათქვა და აღნიშნა, რომ კონტროლდებოდა, თუმცა, მზადდებოდა ისე, რომ ვეღარ გაკონტროლებულიყო.

„თქვენ ამაზე თავიდან მიპასუხეთ რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშო და წამიკითხეთ სამი დოკუმენტის სათაური, ამით დასტურდებაო და შემდეგ, მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი-მეთქი, მერე გადათქვით, ორი წუთის წინ და იძახით, კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო. რა იყო რეალობა, კონტროლდებოდა ეს ტერიტორია ჩვენ მიერ თუ არ კონტროლდებოდა?“ - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გახარიამ ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა“.

„ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ  უცხო, მოწინააღმდეგე მხარე, ოკუპირებული მხრიდან ამ ტერიტორიაზე ვერ გადმოდიოდა, როდესაც სრულად ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის შეკითხვის პასუხად, თუ რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა
არქივი