ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ - საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ - რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 05 ივლისი 2025, 22:43

ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ, „გოიმებივით“ აყარეს, ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია - ვფიქრობ, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ,- ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ უსამართლო პირობების მიუხედავად, გამარჯვება შესაძლებელია.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება იყოს სწორი და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ამ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეიძლება ჩატარდეს იმავე ცესკოთი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკოს, რომელიც წინა ხელისუფლება „ნაცები“ ატარებდნენ. ამ ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ ასეთ უსამართლობებში კი შესაძლებელია გამარჯვებები. ეს გამარჯვებები ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნეიტრალურ კანდიდატებზე შევთანხმდებოდით.

ევროპარლამენტმა რეზოლუციაში არ ჩაწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიღება მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის? ყველა შეხვედრაზე ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ვერ გააგებინებ შენ ვერცერთ ევროპელს, რომლისთვისაც მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიული ფუნდამენტის არჩევნები , იმაში, რომ მონაწილეობას არ იღებ. ეს აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს, ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია. და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს?

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან.

ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ინდივიდუალური კანდიდატებით შესვლა შეცდომაა, ჩვენ საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ. ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგა
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას
არქივი