მაია ბითაძე: ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება. ამით შევძლებთ, ყველას კარგად დავანახოთ, რომ „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 06 ივლისი 2025, 12:33

ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე საუბრისას.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტის განცხადება წერტილს უსვამს იმ სპეკულაციებს, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს როგორც გარე აქტორების მხრიდან, ასევე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ საყვირალ თემას წარმოადგენდეს. ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება. ამით შევძლებთ, ყველას კარგად დავანახოთ, რომ „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ. ყველამ კარგად კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ისინი რომ დღეს ციხეში არიან რამდენიმე თვით, გამოწვეულია მათ მიერ დემონსტრაციულად კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყვნენ და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი