ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 06 ივლისი 2025, 12:35

ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე ოპოზიციის საპასუხო რეაქციის შეფასებისას.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„იცით, რომ სპეციალურად გააკეთა ოპოზიციამ, რომ მათი ლიდერები ციხეში წასულიყვნენ, რათა ამას მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება ქვეყნის გარედან. იმისათვის, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს, პრეზიდენტი მზად არის, შეიწყალოს ყველა მათგანი, ვინც მიზეზად ასახელებს პატიმრობას და მხოლოდ ამის გამო არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

თუმცა, ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი არც არჩევნებში მონაწილეობა. მათთვის მნიშვნელოვანია არეულობა, დესტაბილიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ნაწილი, როგორც ჩანს, შეეცდება, 4 ოქტომბერი გამოიყენოს დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
არქივი