ირაკლი კობახიძე - პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 06 ივლისი 2025, 22:29

კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მშვიდობის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოცხადების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს.

„კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა კონკრეტული ნება საპარლამენტო არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის, მშვიდობის პოლიტიკისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე. გახსოვთ, რომ არჩევნებამდეც იყო გაშლილი კამპანია ხელისუფლების, მმართველი გუნდის წინააღმდეგ. პირდაპირი გარე ჩარევა იყო ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო: ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს
ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
არქივი