შალვა პაპუაშვილი - მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 11 ივლისი 2025, 19:13

მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „საფართან“ დაკავშირებით პოსტს აახლებს.

პარლამენტის თავმჯდომარე „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ფეისბუქკომენტარს გამოეხმაურა, სადაც პატარაია შალვა პაპუაშვილს მიმართავს: „გიჩივლებ ცილისწამებისთვის!!! ვნახოთ ერთი, რანაირად დაამტკიცებ 900 000 რომ საფარის გრანტია. შენივე სასამართლოში უნდა გათრიო!“.

„საფარის“ ხელმძღვანელმა ჩემი ამ პოსტის კომენტარში შეიცხადა, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებო. მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე (ngotransparency.eu), რომელშიც თავმოყრილია ევროკომისიისგან სადეპუტატო შეკითხვით მიღებული ოფიციალური მონაცემები. ასე რომ, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, თუმცა რახან სიზუსტის გამო წუხს, შეცდომაში რომ არავინ შევიყვანო, ამ პოსტს ვაახლებ და მივცემ „საფარს“ შესაძლებლობას, თავად გახადოს საჯარო, რა თანხა მიიღო მან ევროკავშირისგან 2022-2024 წლებში, მით უმეტეს, მას ამას კანონი ავალდებულებს. მეც მყისიერად ჩავწერ ბუღალტრულად დაზუსტებულ თანხას, თუმცა მის კომენტარში მთავარი მაინც სხვაა. კარგია, რომ „საფარის“ ხელმძღვანელმა ცილისწამება ვერ უწოდა ჩემი პოსტის იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ის არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა. როგორც ჩანს, მას მიღებული თანხის ბუღალტრული სიზუსტე უფრო ადარდებს, ვიდრე ექსტრემიზმში მხილება. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო, ევროკავშირის მიერ მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება ექსტრემიზმის დაფინანსების ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა „საფართან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ პოსტში დაწერა, რომ „ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
პიტ ჰეგსეტი: პრეზიდენტი ტრამპი წყვეტს, როდის დასრულდება ომი
არქივი