მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 13 ივლისი 2025, 16:04

დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს ქადაგებისას.

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. წირვა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა. დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
11 მაისს სამების ტაძრის მიმდებარედ გარკვეულ მიმართულებებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამების ტაძარში მზადება მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის, სადაც ხვალ ახალ პატრიარქს აირჩევენ
იტალიის კულტურის მინისტრი - ვენეციის ბიენალეზე პუტინმა გაიმარჯვა
მეუფე შიო: ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი ილია მეორის გზის გაგრძელებისა
არქივი