კაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 15 ივლისი 2025, 13:08
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლები შეცვალოს“, - თქვა კალასმა შეხვედრის დაწყებამდე.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ბრიუსელი აპირებს საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს წერილი, სადაც კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი და ვადები იქნება მითითებული, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რათა უვიზო რეჟიმის შეჩერება თავიდან აიცილოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი