ილჰამ ალიევი: დასავლეთის რჩევებისთვის რომ მოგვესმინა, დღეს ჩვენი ქვეყანა სულ მცირე ორ მეზობელთან ომის მდგომარეობაში იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 20 ივლისი 2025, 12:06
ჩვენ რომ დასავლეთის რჩევებისთვის მოგვესმინა, დღეს ჩვენი ქვეყანა, სულ მცირე, ორ მეზობელთან ომის მდგომარეობაში იქნებოდა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის გლობალურ მედია ფორუმზე. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელებმა ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, რომელიც ეკონომიკური განვითარებით ევროპულ ქვეყნებსაც უსწრებს. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, აზერბაიჯანი დასავლეთისგან არა რჩევებს, არამედ პატივისცემას იმსახურებს.

„ჩვენ შევამცირეთ სიღარიბის მაჩვენებელი 5%-მდე, მაშინ როდესაც საფრანგეთში ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია. აზერბაიჯანელებმა ააშენეს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკით. მათი რჩევებისთვის რომ მოგვესმინა, ვერასდროს დავიბრუნებდით ყარაბახს და დღეს ვიქნებოდით დამოკიდებულები მსოფლიოს სავალუტო ფონდსა და მის სტრატეგიაზე დაყონ და მართონ. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, არ ვკარნახობთ ევროპელებს როგორ მოიქცნენ, ვისზე დაქორწინდნენ, რა ჭამონ. ჩვენც იგივე გვსურს. გვინდა პატივისცემა, იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი მიწაა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც აზერბაიჯანელი ხალხი გვეუბნება“, - განაცხადა ალიევმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს - თუ სასამართლოს სურს გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არა
საზოგადოება ხედავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა
პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
არქივი