აშშ-ის დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ინფორმაცია გააყალბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 23 ივლისი 2025, 11:20

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით უტყუარი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ და მისმა კაბინეტმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ინფორმაცია გააყალბეს და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადეს.

გაბარდმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ოფისმა ბრალდებები უარყო. ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის ბრალეულობაზე მიუთითებს.

„პრეზიდენტი ობამა და მისი მეგობრები, რომლებიც დღესაც კონგრესში არიან, ერთსა და იმავე განცხადებას აკეთებენ და ბრალდებას უარყოფენ, თუმცა მათი კომენტარი არ ემთხვევა იმ ინფორმაციას, რაც ასობით დოკუმენტშია მოცემული. უდავო ფაქტია, რომ რუსეთს არ შეეძლო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. ეს იყო ოფიციალური შეფასება. ფაქტია, რომ პრეზიდენტ ობამას მითითებით მისი კაბინეტის წევრებმა გამოიყენეს უკვე უარყოფილი დაზვერვის ინფორმაცია, რასაც შემდეგ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამბოხი მოჰყვა. ჩვენ მალე მეტ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ ამ საკითხზე და ასევე ვისმენთ ჩვენებებს მამხილებლებისგან“, - თქვა გაბარდმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს - თუ სასამართლოს სურს გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არა
საზოგადოება ხედავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა
პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
არქივი