მამუკა მდინარაძე: თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა იყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველაფერი წააგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 31 ივლისი 2025, 22:58

თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა ყოფილიყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველგან ყველაფერი წააგეს. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში ტოვებენ ნარატივს, რომ თითქოს ისინი ანაკლიის გამო მოვიდნენ პოლიტიკაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

„ანაკლიის გამო რომ პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს შეიძლება მეც დავადასტურო იქედან გამომდინარე, რომ მათ ანაკლიის პროექტით „გადააგდეს“ საქართველო, ქართველები და სახელმწიფო და ამისი დაზღვევის მიზნით, რომ პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, პოლიტიკაში მოვიდნენ. როგორც ჩანს ანაკლიის პროექტის გამო არიან პოლიტიკაში მოსულები, იმიტომ რომ ყველა არბიტრაჟსა და ყველა სასამართლოში დამტკიცდა, რომ მათ ხელი არ გაუნძრევიათ ანაკლიისთვის და პირიქით, რამდენიმე წლით გადადეს ეს სტრატეგიული, ეკონომიკური მნიშვნელობის უდიდესი პროექტი, მათ დააზიანეს ქართული სახელმწიფო და შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით არიან პოლიტიკაში ან შეიძლება ამას ემატებოდეს, რომ ისინი დავალებებს იღებენ გარე აქტორებისგან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია, მიმდინარეობს ექსპერტიზა
მიხეილ სააკაშვილი - გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში
ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებზე გავეცანით ბრალის დადგენილებებს, სიგიჟეა, რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს
გიორგი შარაშიძე - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული
არქივი