მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 31 ივლისი 2025, 23:04

რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

„მშვიდობიანი მკვლელობა, შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? დამხობა თავისი არსით, სიტყვა შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დაარქვას და თუ დამხობა უნდა, დაამხოს, გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლეობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი პუტინის ჩინეთში ვიზიტზე: არ ვიცი, იყო თუ არა დახვედრის ცერემონია ისეთივე ბრწყინვალე, როგორიც ჩემი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გურამ მაჭარაშვილი: 26 მაისს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას
Euractiv: ავსტრია, ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი და სლოვენია ევროკომისიას მიმართავენ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ერთიან ბაზარზე წვდომის მოდელი შეცვალოს
ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბუნებრივია, პატიმრების რაოდენობა მაღალი იყო. იყო პატიმრების უფლებების შელახვაც
არქივი