მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 31 ივლისი 2025, 23:12

თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მოდაში შემოვიდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდებაზე საუბრისას.

„აიღეთ ფული, მოატყუეთ და თქვით, რომ პოლიტპატიმარი ვარო. რაღაცა უნდათ ინდულგენციის მაგვარი „ნაცებს“, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და თუ ვინმე ამ დანაშაულზე წაასწრებს, ვიდეოსაც თუ გადაუღებს უსაფრთხოების სამსახური და გამოძიება, მაინც შეუძლიათ თქვან, რომ პოლიტპატიმარია იმიტომ, რომ „ნაცია“. „ნაცი“ თუ არის ავტომატურად პოლიტპატიმარია, რაც არ უნდა ჩაიდინოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს სიდნეიში თავდასხმა
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო
იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა მსოფლიო დონის აღიარებაა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
ავსტრალიაში პლაჟზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლიზ ტრასი: მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი
არქივი