მზია ამაღლობელი - ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი?"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 01 აგვისტო 2025, 23:38

ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მანამდე, მან მოსამართლეს მიმართა, მისი საბოლოო სიტყვისთვის ცალკე პროცესი ჩაინიშნოს იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს. მოსამართლემ აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.

„დღეს მარტო ერთ კითხვას დავსვამ. ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს. მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა
ბრიტანეთის მთავრობა: მთავრობამ დაუკვეთა დამოუკიდებელი შემოწმება ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე
როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, კონსტიტუციური წესრიგიდან გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები
რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ერთხელ საქართველო 2008 წელს და ორჯერ - უკრაინა
ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
არქივი