გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 02 აგვისტო 2025, 18:08

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საინფორმაციო სივრცის კვლევის ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგი.

„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ეს არის დროული, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი განმარტება და მეტი ინფორმაცია იმ სხვადასხვა აქტივობასთან მიმართებაში, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ანგარიში, რომელიც უკავშირდება იმ გამოკვეთილ და გამოვლენილ დეზინფორმაციებს, რომლის მთავარი მიზანიც ალბათ, ზოგადად, ნდობის შერყევაა და არასწორი აღქმების ფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ერთ-ერთ ინსტრუმენტად ინსტიტუცია უკვე რამდენიმე წელია იყენებს ინფორმაციის დაცულობის ცენტრს, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ ოპერატიულად გამოავლინოს საჯარო სივრცეებში გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად უკავშირდება ცრუ ნარატივებს, დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას, დისკრედიტაციას, დისკრიმინაციას და ა.შ. და მივაწოდოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საზოგადოებას სიმართლე.

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგი“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი