პრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია. ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 03 აგვისტო 2025, 19:43

ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შოვში, სადაც სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაიწყება 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.

„ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი