ტულსი გაბარდი: CNN-ი და MSNBC-ი სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 06 აგვისტო 2025, 15:10
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, CNN-ისა და MSNBC-ის ჟურნალისტები სიმართლის დაფარვის მიზნით იმავე ტაქტიკით მოქმედებენ, რომლითაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა.

გაბარდი აცხადებს, რომ „მემარცხენე“ მედიამ მაქსიმალურად სცადა ყურადღება არ მიექცია დაზვერვის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებისთვის, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირის ბრალდებები გამოგონილი ჭორი იყო.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, ე.წ. რუსული ჭორის გამოძიების ფარგლებში „დიფ სთეითის“ არაერთი მოქმედი პირი გამოაშკარავდება.

„მედიასაშუალებები იყენებენ ძველ და ცნობილ ტაქტიკას, რომელსაც „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მანქანა იყენებს. თუკი სიმართლე მათ ნარატივს ეწინააღმდეგება, ჯერ აიგნორირებენ, შემდეგ კი შეთქმულების თეორიას და სიცრუეს უწოდებენ. თუკი ამ სიმართლეს ვერ მოიშორებენ, მაშინ თავდასხმაზე გადადიან და ცდილობენ რეპუტაცია შეულახონ და გაანადგურონ ყველა, ვინც სიმართლეს ამხელს. მათ შორის, ეს გაუკეთეს დონალდ ტრამპსაც. ესენი არიან „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტები. მე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს მიწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე გამოვააშკარავე, ვმუშაობ, რომ დაზვერვის საზოგადოებაში აღმოვფხვრა „დიფ სთეითის“ აქტორები. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატია ამას საჭიროებს. გავიგებთ, ვინ არის „დიფ სთეითი“ და რისგან შედგება. ჩვენ ამ ყველაფრის გამოაშკარავებას რეალურ დროში ვიხილავთ“, - თქვა გაბარდმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დაგმო ძალადობრივი შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე
ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
CNN: აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს
არქივი