ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, მოსმენაზე კი მოწმეებად სალომე ზურაბიშვილს და თინა ხიდაშელს იბარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 03 სექტემბერი 2025, 10:12

ჰელსინკის კომისია, რომლის მოსმენაზე მოწმეებად სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან დაბარებული, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.

განცხადების თანახმად, რეგიონში აშშ-ის ინტერესებს, მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია მოსმენას, სახელწოდებით - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ 10 სექტემბერს გამართავს.

კომისია, ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გარდა, ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევარს, ლუკ კოფისაც მოუსმენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო: ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს
ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
არქივი