პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 03 სექტემბერი 2025, 19:33
უკრაინა პოლონეთის რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევას ცდილობდა, - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ჟურნალისტმა დასვა კითხვა 2022 წლის ნოემბერში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სასაზღვრო პოლონურ სოფელ პშევოდუვში რაკეტა ჩამოვარდა.

მან ჰკითხა სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს, დაურეკა თუ არა მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ცდილობდა თუ არა იმის მიღწევას, რომ ვარშავას დაუყოვნებლივ განეცხადებინა რაკეტის რუსული წარმოშობის შესახებ.

დუდამ უპასუხა: „ასეც შეიძლება ითქვას“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, აღიქვა თუ არა მან ეს, როგორც ქვეყნის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობა, ყოფილმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„თავიდანვე ცდილობდნენ ყველას ომში ჩათრევას, ეს აშკარაა. ეს მათ ინტერესებში შედის - ყველას ომში ჩათრევა. ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ ომში ნატოს ქვეყნების ჩათრევას მოახერხებენ. აშკარაა, რომ ისინი ეძებენ მათ, ვინც მათ მხარეს რუსების წინააღმდეგ იაქტიურებს. ეს ახალი ამბავი არაა, ეს პირველივე დღიდან ხდება“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი