ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 04 სექტემბერი 2025, 00:29

ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა.

როგორც მედია წერს, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

პორტუგალიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 13-ს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ქვეყნის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის არიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე პორტუგალიელები. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულ ფუნიკულიორს ლისაბონელებთან ერთად, მრავალი ტურისტი იყენებს.

პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან ასევე გამოთქვა იმედი, მთავრობა მალე მიაწოდებს ინციდენტის შესახებ მკაფიო ინფორმაციას.

ფუნიკულიორი „გლორია“ 275 მეტრის მანძილს ფარავს და მგზავრობა სამ წუთს გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო: ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს
ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოჩამოთვლილის გაკეთება, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ
მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება
არქივი