კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 04 სექტემბერი 2025, 12:06

ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფრის გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ხედავთ, თუ რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით. პირობას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინტერესი იყოს ტურისტების მხრიდან.

ცხადია, მხოლოდ მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე, მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი