პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე: ზურაბიშვილი უცხოელებს ჰყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდა? თინა ხიდაშელი კი ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი პირია - ისინი სამშობლოს ღალატის ჩასადენად მიდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 04 სექტემბერი 2025, 12:39

ზურაბიშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, უცხოელებს ჰყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდა? თინა ხიდაშელი კი ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან გააკეთა კომენტარი ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნული მოსმენის შესახებ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი დაესწრებიან.

„ერთი ნაწილი ირონიით რომ ვთქვათ - სალომე ზურაბიშვილი თავს თვლის მოქმედ პრეზიდენტად და რა გამოდის: ის ჩადის უცხო ქვეყანაში ოთხ დეპუტატთან შესახვედრად იმისთვის, რათა მათ აუხსნას ის, რომ საქართველო საკუთარი ინტერესებით რომ მოქმედებს რამდენად ცუდია. ანუ, ის მიდის იქ როგორც მოწმე, რომ დაუმტკიცოს ზოგიერთ ამერიკელ სენატორს თუ კონგრესმენს, როგორი ცუდია, რომ მისი ქვეყანა (რომლის პრეზიდენტიც მის ზღაპრულ წარმოდგენებში ის არის) უცხო ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებს და მოქმედებს თავისი ინტერესებით. ახლა სერიოზულად: სალომე ზურაბიშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, უცხოელებს ჰყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდა? თინა ხიდაშელი კი ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანია, რომელსაც ფულს უხდიან, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ორი ადამიანი, რომელიც ჩადის ღია ეთერში სამშობლოს ღალატის ჩასადენად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჰელსინკის კომისია, რომლის მოსმენაზე მოწმეებად სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან დაბარებული, განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი