ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 13 სექტემბერი 2025, 19:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გლენ დიზენი: მიმაჩნია რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი
სომხეთის მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ფაშინიანის პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს აიღებს
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
კაპიტონ ჟორჟოლიანი: 1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა - მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და ხალხისგან არ დაცალა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში
ნიკოლოზ ჩხეტიანი „დინოტოპიასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ ცრუ ბრალდებებს
არქივი