მე მგონი, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრული ხელი გაუწოდოს აშშ-ს და უთხრას, რომ კი, ბატონო, შეგვეკითხე, 75 მილიარდის აუდიტის ფარგლებში, ჩვენ რაც გვეხება, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე საუბრისას გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისივე თქმით, ახლახან, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაავალა გენერალურ ინსპექციას, ფაქტობრივად, აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს, კონკრეტული 75 მილიარდის ხარჯვითი ნაწილით - თანხის ხარჯვის მიზანშეწონილობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.
„ნახსენებია შავი ზღვისპირეთი, სადაც შევდივართ ჩვენ, საქართველო. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი თანამშრომლობა გავუწიოთ სახელმწიფო დეპარტამენტს - რა თანხები შემოდიოდა, რაზე იხარჯებოდა, რა თანხები ვეღარ შემოვა საქართველოში, თუკი მათი მიზნობრიობა ეწინააღმდეგება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს.
ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზუსტად პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტროში დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია. მათ შორის, ისიც, ვინ უარს აცხადებს ამ თანამშრომლობაზე და ფაქტობრივად, აშშ-ში გაცხადებული პოლიტიკის წინააღდეგ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად პროდასავლურები და პროამერიკელები არიან. რომ ჰკითხოთ, ძალიან მოსწონთ პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ „დე ფაქტო“ პრეზიდენტ ტრამპის და მისი სახელმწიფო პოლიტიკა აბსოლუტურ თანხვედრაშია ყველა იმ პროცესთან, რასაც ჩვენ საქართველოში უკვე ვაწარმოებთ.
ამიტომ, მე მგონი, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრული ხელი გაუწოდოს აშშ-ს და უთხრას, რომ კი, ბატონო, შეგვეკითხე, ამ 75 მილიარდის აუდიტის ფარგლებში, ჩვენ რაც გვეხება, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით.
შესაძლოა, დღევანდელი ეს ფაქტიც, თითქმის, 700მლნ უცხოური ვალუტის გათეთრების ფაქტი - რა მიზნით შემოსული, რისთვის განკუთვნილი? ეს ბუნდოვანი სიტუაცია ჩვენ ასევე მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |