გვაქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 01 ოქტომბერი 2025, 10:22

4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, - წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

წერილში, რომელიც ივანიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლის აღსანიშნავად გაავრცელა, აღნიშნულია, რომ დღეს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი გუშინდელ დღედ აქციოს და მეტი განვითარების, კეთილდღეობის, ქვეყნის გამთლიანებისთვის იბრძოლოს.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!

გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს! გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი