ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 11 ოქტომბერი 2025, 00:04

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო  შეეფარდა.

ჩახუნაშვილთან ერთად დაკავებულ გიორგი მულაძის მიმართ კი, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგო ჩახუნაშვილის მიმართ გირაო, ხოლო გიორგი მულაძის მიმართ პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. ჩახუნაშვილის მიმართ ნაკლებად მძიმე საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის მიზეზად, მისი ასაკი, საქმიანობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

დაცვის მხარე ბრალდებების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მათ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით, კი სასამართლოს ოთხი პირი თავდებობა შესთავაზეს.

გიორგი ჩახუნაშვილს საპატიმროს დატოვება მას შემდეგ შეუძლია, რაც გირაოს გადაიხდის. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. როგორც ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, გიორგი ჩახუნაშვილის ოჯახი გირაოს გადახდას დღესვე გეგმავს


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი