ნორმალური პროცესი არ არის, როცა არ არსებობს „ქართული ოცნების“ ჯანსაღი კონკურენტი. ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
„განსხვავებულობა აუცილებელია. რატომ არის ჩემი წინამორბედი პარტია ყველაზე მისაღები საქართველოში? თანმიმდევრულია, შექმნის დღიდან ცდილობს, გაძლიერდეს. აბა, პოლიტიკურმა პარტიამ რაზე უნდა იზრუნოს? უნდა იზრუნოს, რომ გაძლიერდეს, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ შეასრულოს დანაპირები, მოხდეს პარტიის გაძლიერება, განახლება. „ქართული ოცნების“ პროცესებში ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მოგვწონს, არ მოგვწონს, მეორეხარისხოვანია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის ალტერნატივა.
არ არსებობს ეროვნულ ნიადაგზე წარმოდგენილი, ეროვნული ინტერესების დამცველი, თანმიმდევრული პარტია. ყოველ არჩევნებზე ძალადობას, რევოლუციას აანონსებენ და არა არჩევნებში გამარჯვებას. „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მეც ვთქვი, რომ არ არის ნორმალური პროცესი, როცა არ არსებობს „ქართული ოცნების“ ჯანსაღი კონკურენტი. ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ეს პროცესები უნდა დავასრულოთ. საზოგადოებას მუდმივად ვაცნობდით რეალობას, რეალობას წარმოვაჩენდით, ამას ძალით და რეპრესიულად არ ვაკეთებდით. ჩვენ არავის მიმართ არ გვინდა ძალადობა, არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |