ეს არის ჩვეულებრივი თაღლითური სქემა, თაღლითური პოლიტიკური პროექტი „ლელო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 04 ნოემბერი 2025, 19:54

ის ჯარიმა, რაც არბიტრაჟმა დააკისრა ჰოლანდიელ მეიერს, ნაცვლად იმისა, რომ 65 მილიონი დაეკისრებინა საქართველოსთვის, ამით დადასტურდა, რომ ბატონი მეიერი იყო ცრუმაგიერი პირი, რომელიც გამოიყენეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმისთვის, რომ თავად არ გამოჩენილიყვნენ როგორც მოსარჩელე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო 2022 წელს, როდესაც ის და მათი პოლიტიკური პარტია პარლამენტის წევრები იყვნენ.

„შეეშინდათ ამომრჩევლის და ხალხის, რომ წარმოეჩინათ, რომ კიდევ ერთხელ უჩივიან საქართველოს და უნდათ საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მიღება. ეს რომ დაეფარათ წინ წამოწიეს ცრუმაგიერი პირის სახით ბატონი მეიერი, რომელსაც აჩივლებინეს. დიდი ალბათობით პირობა მისცეს, რომ თუ მოვიგებთ გავიყოფთ და თუ წავაგებთ ჩვენ დავფარავთ ხარჯსო.

ეს არის ჩვეულებრივი თაღლითური სქემა, თაღლითური პოლიტიკური პროექტი „ლელო“, რომელიც მათივე აღიარებით დაფუძნდა იმისთვის, რომ ანაკლიის გამო შური ეძიათ ქართველ ხალხზე და ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ჩაედოთ ჯიბეში. დამარცხდნენ და ამის კვალდაკვალ ცდილობდნენ ცრუმაგიერი პირების მეშვეობით ეჩივლათ საქართველოსთვის, რომ ფული მიეღოთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს სიდნეიში თავდასხმა
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო
იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა მსოფლიო დონის აღიარებაა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
ავსტრალიაში პლაჟზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლიზ ტრასი: მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი
არქივი