ევროკომისიის ანგარიში 4 ოქტომბრის არჩევნებზე: წინასაარჩევნო პერიოდი აღინიშნა ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალადობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 04 ნოემბერი 2025, 21:59
საქართველოში მუნიციპალური არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა - წინასაარჩევნო პერიოდი აღინიშნა ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალადობით, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინებით, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

„ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. საარჩევნო კანონმდებლობაში იმ ცვლილებებმა, რომლებმაც უპირატესობა მმართველ პარტიას მიანიჭა, განსხვავებული აზრის მასშტაბურ ჩახშობასთან ერთად, მკვეთრად შეამცირა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR), დროულად მოწვევაზე უარის თქმამ შეარყია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ხელი შეუშალა სანდო საერთაშორისო მონიტორინგს. რეპრესიული გარემოს გამო, ადგილობრივი დამკვირვებლებიც ძირითადად არ იყვნენ წარმოდგენილნი. ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო
იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა მსოფლიო დონის აღიარებაა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
ავსტრალიაში პლაჟზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ლიზ ტრასი: მთელ ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
არქივი