„ესოშიეითიდ პრესი“ - „ჰამასმა“ წითელ ჯვარს სავარაუდოდ კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 09 ნოემბერი 2025, 18:23

ჰამასმა“ წითელ ჯვარს სავარაუდოდ კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. დაჯგუფების განცხადებით, წითელ ჯვარს ამჯერად 2014 წელს მოკლული ისრაელელი ჯარისკაცის, ჰადარ გოლდინის ცხედარი გადასცეს.

მედიის ინფორმაციით, ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ და მას იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანენ. თუ მისი ვინაობა დადასტურდება, დაჯგუფება „ჰამასს“ ისრაელისთვის ოთხი მძევალი დარჩება დასაბრუნებელი.

ცნობისთვის, ჰადარ გოლდინი, რომელიც 2014 წლის აგვისტოს მოკლეს, ღაზაში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის მძევლებთაგან ერთადერთია, რომელიც ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყებამდე გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში შაბათს იპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ უყვარს სამშობლო, ის არა მარტო მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ, ახალგაზრდებს მისცა უნიკალური საშუალება, უფასოდ მიღონ უმაღლესი განათლება
ჩახუნაშვილებს ეს მავნებლობა/პროვოკაცია არ უნდა შერჩეთ, იმიტომ, რომ მერე სხვაც მოინდომებს იგივეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ლუკა კურტანიძე - ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო - ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ
არქივი