ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 14 ნოემბერი 2025, 17:47

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს, - ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, ხაბეიშვილი არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს!

სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - არ შეეცვალოს! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს - დააკავეს სიტყვის გამო.

ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის!

სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს - არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას“, - წერს ტყეშელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ უყვარს სამშობლო, ის არა მარტო მშვიდობასა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ, ახალგაზრდებს მისცა უნიკალური საშუალება, უფასოდ მიღონ უმაღლესი განათლება
ჩახუნაშვილებს ეს მავნებლობა/პროვოკაცია არ უნდა შერჩეთ, იმიტომ, რომ მერე სხვაც მოინდომებს იგივეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ლუკა კურტანიძე - ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო - ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ
არქივი