ვყიდულობდით რედაქტორებს, გაზეთებს, ტელეკომპანიებს, ვიყენებდით „ენჯეოებს“, ისე - CIA-ს აგენტები იქაც გვყავდა და ვასწავლიდით, იარაღს ვაწვდიდით ლიბერალურ დემოკრატიას. იგივე გავაკეთეთ საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 05 დეკემბერი 2025, 10:25

აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის გლენ დისენის პოდკასტში აშშ-ის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებაზე ისაუბრა.

მან უკრაინის მაგალითზე განიხილა, თუ როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ჯარის წარმომადგენლები „ენჯეოების“ გამოყენებით ქვეყნის ნატოსთან დაკავშირების მიზნით. მისივე თქმით, ანალოგიური ქმედებები საქართველოშიც განხორციელდა.

„ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო. ერთსა და იმავე დროს. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელეკომპანიებს, ვიყენებდით „ენჯეოებს“, ისე, რომ არც იცოდნენ - CIA-ს აგენტები იქაც გვყავდა და ვასწავლიდით, იარაღს ვაწვდიდით ლიბერალურ დემოკრატიას.

იგივე გავაკეთეთ საქართველოში. ეს ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით. მახსოვს, ხალხი მეკითხებოდა - თქვენი აზრით, რატომ თქვა უცებ ამ ხალხმა უარი ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანება მოინდომა? გინდათ იცოდეთ რატომ? ჩვენ ავაწყვეთ მათი მთავრობები. ჩვენ ვუხდიდით ფულს მათ მთავრობებს. ეს არის მოდელი, რომელიც ადრეც გამოგვიყენებია და შემდეგ ის ევროპაში გამოვიყენეთ. ჩვენ CIA გამოვიყენეთ, მაგრამ არა როგორც CIA. ჩვენ გვყავდა „ენჯეოები“, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იყენებდნენ იარაღად, ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ პირველი - „რუსები, რუსები“ და მეორე - საუკეთესო თავდაცვა ლიბერალური დემოკრატიაა და თუ გინდათ ლიბერალური დემოკრატია, უნდა გააკეთოთ ეს, ესა და ეს. და პირველ რიგში ნატოში უნდა მოხვიდეთ“, - განაცხადა უილკერსონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რეზა ფეჰლევი - მე ირანში დავბრუნდები, ჩემო მამაცო თანამემამულეებო, გვჭირდება თქვენი სასწრაფო დახმარება, ვადასტურებ ჩემს დაპირებას, ჩავუდგე მოძრაობას სათავეში
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში
ბაჩო ახალაია: „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული - ვინ ამბობს ამას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა - არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი
დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო
სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
არქივი