ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 05 დეკემბერი 2025, 19:52

ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

როგორც ევროკომისია აცხადებს, სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი „ლურჯი ნიშანი“ არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) მოთხოვნას.

ევროკომისიის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე ნებისმიერ პირს შეუძლია, გადაიხადოს თანხა და მიიღოს „ვერიფიცირებულის“ სტატუსი, კომპანია კი არსებითად არ ამოწმებს, ვინ დგას ანგარიშის უკან. „ეს ართულებს მომხმარებლებისთვის იმის განსჯას, რამდენად ავთენტურია ანგარიშები“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

ამასთან, როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, „იქსი“ არ აკმაყოფილებს ციფრული სერვისების შესახებ კანონის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ევროკომისიის განცხადებით, X არ ასრულებს ვალდებულებას, მიაწოდოს მკვლევრებს პლატფორმის საჯარო მონაცემებზე წვდომა.

სოციალურ პლატფორმა X-ს ახლა აქვს 60 სამუშაო დღე, რათა ევროკომისიას აცნობოს კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს. შეუსრულებლობამ, შეიძლება, პერიოდულად ჯარიმები გამოიწვიოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რეზა ფეჰლევი - მე ირანში დავბრუნდები, ჩემო მამაცო თანამემამულეებო, გვჭირდება თქვენი სასწრაფო დახმარება, ვადასტურებ ჩემს დაპირებას, ჩავუდგე მოძრაობას სათავეში
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში
ბაჩო ახალაია: „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული - ვინ ამბობს ამას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა - არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი
დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო
სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
არქივი