ლუკა კურტანიძე - ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო - ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 05 დეკემბერი 2025, 20:39

ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე მასა და ყოფილ მეუღლეს შორის წლების განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ. ადამიანს უფლის სახელით ველაპარაკებოდი, ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ოჯახი არ მიეტოვებინა. თურმე ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩამითვალეს.

2020 წელს მეუბნება, რომ ქობულეთის ქონება გადმომიფორმეო. ოჯახში დავბრუნდები მაშინ ქობულეთში, წყნეთში და ბორჯომში არსებული ქონების თანამესაკუთრე თუ გავხდებიო, რაზეც დავთანხმდი.

2021 წლის 13 დეკემბერს ყველაფერი გადავაფორმე და ხელიც მოვაწერეთ, იმ დღეს როგორც კი საკუთრება გაიფორმა, იმის შემდეგ ჩემს სიახლოვეს კი არა, სახლთანაც არ მოსულა. ერთი ის მითხრა, რომ დასტური მოვიდაო. აღვნიშნოთ-მეთქი ვუთხარი, მაშინ მითხრა მეგობრებთან ერთად [აღვნიშნოთ], ხომ არ ფიქრობ შენთან დავრჩებიო.

მან რამდენიმე დღე ითხოვა და გადაიფიქრა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მითხრა: სამი თვე მჭირდება და სადაც იქნები იქ ჩამოვალო.

რადგან პოლიტიკური მუნდირის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, ავდექი ბორჯომის ხეობაში წავედი, სამი თვეც გავიდა, სამი წელიც გავიდა, მაგრამ არც ერთხელ არ ჰქონია მცდელობა ,რომ ჩემთან დაბრუნებულიყო, ყველა ეს ქონება, ყველა ჩემი ქონება დაიტოვა და მითხრა: ვიძმაკაცოთო”, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რეზა ფეჰლევი - მე ირანში დავბრუნდები, ჩემო მამაცო თანამემამულეებო, გვჭირდება თქვენი სასწრაფო დახმარება, ვადასტურებ ჩემს დაპირებას, ჩავუდგე მოძრაობას სათავეში
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში
ბაჩო ახალაია: „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული - ვინ ამბობს ამას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა - არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი
დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო
სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
არქივი