ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 05 დეკემბერი 2025, 21:45

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ეუთო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოჭორიშვილის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში მან გააჟღერა, რომ „არ უნდა ხდებოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის“.

„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გავაჟღერე მინისტერიალის ფარგლებში ის, რომ არ უნდა ხდებოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვნახეთ ევროსაბჭოს შემთხვევაში - იცით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან არასწორი რეზოლუცია მიიღო, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ დატოვა ევროსაბჭოს ასამბლეა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, საჭიროა, რომ საქართველოს საკითხი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რეზა ფეჰლევი - მე ირანში დავბრუნდები, ჩემო მამაცო თანამემამულეებო, გვჭირდება თქვენი სასწრაფო დახმარება, ვადასტურებ ჩემს დაპირებას, ჩავუდგე მოძრაობას სათავეში
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში
ბაჩო ახალაია: „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული - ვინ ამბობს ამას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა - არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი
დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო
სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
არქივი