თბილისში საახალწლო ღონისძიებები - სად რა არის დაგეგმილი. დეტალურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 30 დეკემბერი 2025, 14:33

თბილისის მერია თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საახალწლო სოფელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 7 იანვრის ჩათვლით იქნება მოწყობილი.

დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტია განთავსებული. აქვე იმართება მუსიკალური ბენდებისა და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები - ეს ყველაფერი საახლაწლო სოფელში მისულ მოქალაქეებს დახვდებათ.

საახალწლო სოფელში განთავსდა საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად მასპინძლობს ბავშვებს.

საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

ღონისძიებების განრიგი:

30 დეკემბერი

13:00 „რანინა“-ს კონცერტი
20:00 ანსამბლ "ალილო"- ს კონცერტი

31 დეკემბერი

13:00 "ნუცას სკოლა"-ს კონცერტი
20:00 ბენდი "ქვევრის" კონცერტი

1 იანვარი

14:00 "N studios" კონცერტი
20:00 ჯგუფი "ქუჩის ბიჭები"-ს კონცერტი

2 იანვარი

13:00 ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

3 იანვარი

13:00 ბზიკების სტუდიის კონცერტი
20:00 ბენდი "ღამის შოუ"-ს კონცერტი

4 იანვარი

13:00 "ბასტი-ბუბუს" კონცერტი
20:00 მუსიკალური საღამო "ზამთრის ჯაზი" - „ელის ბენდი“; მაია ბარათაშვილი და ბენდი „New York Tbilisi Connections“; „TG Band“; მარიკო ებრალიძე.

5 იანვარი

13:00 საესტრადო-ვოკალური სტუდია "SUNNY STUDIO"-ს კონცერტი
17:00 ზვიად ბოლქვაძის ბენდის კონცერტი
20:00 ბენდი "რეგიონის" კონცერტი

6 იანვარი

13:00 ინგას და გიგის საბავშვო სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

7 იანვარი

13:00 სტუდია "სახე"-ს კონცერტი
20:00 კონცერტი - „შობის მოლოდინში"

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი